ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

 

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო არის მსხვილი  ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია სწრაფი სესხით მომსახურების სფეროში.

ლენდოში მომხმარებელი მინიმალურ დროში აიღებს სწრაფ სესხს 30 დღის ვადით.

ლენდოში შეგიძლიათ აიღოთ სწრაფი სესხი 100-დან 2700 ლარამდე 30 დღის ვადით. სესხი გაიცემა საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირზე 21 წლიდან 75 წლის ჩათვლით. სესხის თვიური საპროცენტო განაკვეთი არის 3.30%, დღიური დარიცხვით. შესაბამისად, ვადამდე ადრე დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელი იხდის მხოლოდ იმდენი დღის პროცენტს, რამდენი დღითაც ისარგებლა სესხით. 2018 წლის 1 სექტემბრიდან წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 50%.

სოციალური პასუხისმგებლობა – კომპანია ლენდო აცნობიერებს  აღებულ პასუხისმგებლობას, და მაქსიმალურად ზრუნავს მომხმარებლების ნდობის მაღალ ხარისხზე. პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც კომპანია გთავაზობთ, ემსახურება ქართული ბაზრისთვის ახალი სტანდარტის შექმნას, მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის უზრუნველყოფას და  ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნებას.

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა. ბანკებისგან განსხვავებით თქვენი შენატანის დაკარგვის რისკის შემცირებას ცდილობს მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტის მიზანია გაცნობოთ, რომ ამ ფინანსურ ინსტიტუტში სახსრების განთავსებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების მიზნით ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაციის მოძიება თქვენი პასუხისმგებლობაა. ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე http://www.nbg.gov.ge. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტი გამცნობთ არსებული რისკების შესახებ, თუმცა ის არ მოიცავს ყველა დაკავშირებულ რისკს.

ლენდო გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი იდეა, შემოთავაზება ლენდოს სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით ან უბრალოდ შენიშვნა  მოგვაწოდოთ წერილობით მითითებულ მეილზე customer@lendo.ge ჩვენ მას განვიხილავთ, საჭიროების შემთხვევაში გავითვალისწინებთ ან დაგიკავშირდებით.

© 2024 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო