კითხვა-პასუხი

კითხვა-პასუხი

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო, რომელიც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ სესხი ყოველგვარი გირაოსა და თავდების გარეშე და გაიტანოთ ის ჩვენი მომსახურე ფილიალებიდან ან დაირიცხოთ სასურველ ანგარიშზე.

ვის შეუძლია მისო ლენდოს სწრაფი სესხით სარგებლობა?

ლენდოს სწრაფი სესხით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, 21 წლიდან 75 წლამდე.

როგორ და რამდენ ხანში მივიღებ თანხას სესხის დამტკიცების შემთხვევაში?

სესხის განაცხადზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხის მისაღებად მიმართეთ მისო “ლენდო”-ს მომსახურე ნებისმიერ ფილიალს. თანხა შეგიძლიათ მიიღოთ ხელზე ან მოითხოვოთ გადარიცხვა თქვენს საბანკო ანგარიშზე, რომელიც გააქტიურებული გაქვთ პირად პროფილში. საბანკო გადარიცხვა ხორციელდება 5 სამუშაო დღის ვადაში.

გაითვალისწინეთ, რომ თანხის მიღება მისო “ლენდო”-ს მომსახურე ფილიალში ხდება პირადობის მოწმობით/პასპორტით, რომელსაც არ აღენიშნება დაზიანება. სესხის ხელზე გაცემის საკომისიო შეადგენს თანხის 4.5%-ს, მაქს. 60 ლარს. მისო “ლენდო”-ს მომსახურე ფილიალების მისამართებისა და სამუშაო საათებზე ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ აქ: ფილიალები

რა რაოდენობის თანხის მიღებაა შესაძლებელი განმეორებითი სესხის შემთხვევაში?

სესხის მაქსიმალური თანხა შეიძლება იყოს 2700 ლარი, სესხის ლიმიტის განსაზღვრა  ხდება ინდივიდუალურად.

რა ვადით შემიძლია ავიღო სწრაფი სესხი?

სწრაფი სესხის აღება შესაძლებელია 30 დღის ვადით.

სესხის მისაღებად არის თუ არა საჭირო რაიმე სახის უზრუნველყოფა?

არა, ლენდოში სწრაფი სესხის ასაღებად არ არის საჭირო თავდები ან გირაო.

მიმდინარე აქტიური სესხის პირობებში, შეიძლება თუ არა მეორე სესხზე განაცხადის გაკეთება ლენდოში?

სესხის რაოდენობა დამოკიდებულია დარჩენილ საკრედიტო ლიმიტზე, სესხზე განაცხადის შევსება არ იზღუდება.

ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუ თქვენ გაქვთ დამტკიცებული, მაგრამ აუთვისებელი სესხი, ამ შემთხვევაში სანამ არ აითვისებთ უკვე დამტკიცებულ სესხსს, იქამდე ვერ გამოგზავნით განაცხადს შემდეგზე.

 შემიძლია თუ არა სესხის გადავადება?

გადავადებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქოლ-ცენტრს ტელეფონის ნომერზე (+995 32) 250 02 02

 

როგორ გავაუქმო სესხის განაცხადი თუკი ვერ ვახერხებ ფილიალში მისვლას ან აღარ მჭირდება თანხა?

სასესხო განაცხადი ავტომატურად გაუქმდება 7 კალენდარული დღის შემდეგ, ასევე, განაცხადის გაუქმება შესაძლებელია სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებით.

რატომ არ დამიმტკიცდა სესხი?

სესხზე უარის მიზეზი შესაძლებელია იყოს მსესხებლის ნეგატიური საკრედიტო ისტორია, ან კომპანიის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც ვერ მოხდა მსესხებლის მხრიდან.

როგორ ხდება სესხის გადახდა?

სესხის გადახდა შესაძლებელია:

შესაძლებელია თუ არა გრძელვადიანი სესხის წინსწრებით, ვადაზე ადრე სრულად დაფარვა?

მომხმარებელს, ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა დაფაროს სესხი წინსწრებით, სრულად. აღნიშნულისთვის აუცილებელია შესაბამისი მოთხოვნის დაფიქსირება და სესხის დასაფარად საკმარისი თანხის გადახდა.  გრძელვადიანი სესხის ვადაზე ადრე სრულად დასაფარად, მომხმარებელი იხდის დარჩენილ ძირ თანხას და მხოლოდ იმდენი დღის პროცენტს რამდენი დღითაც ისარგებლა სესხით.
მომხმარებლის მხრიდან წინამდებარე მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია მისო „ლენდოს“ მომსახურე ფილიალში ან სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებით. საბანკო ანგარიშსწორებით გადახდის შემთხვევაში, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა იყოს მოცემული შემდეგი სახის ინფორმაცია: „სესხის ნომერი N, სესხის წინსწრებით, სრულად დაფარვა“. სესხის წინსწრებით დაფარვა განხორციელდება გადახდის რიცხვით.

როგორ მოვიქცე თუ სესხის თანხას ზედმეტობით გადავიხდი?

თუ თქვენ საჭიროზე მეტ სესხის თანხას გადაიხდით, შეგიძლიათ მოითხოვოთ ზედმეტობით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მომსახურე ფილიალში ან პირად პროფილში დარეგისტრირებული მეილიდან. თანხის დაბრუნება მოხდება საბანკო ანგარიშწორებით.

როგორ ავიღო ცნობა დავალიანების შესახებ/დავალიანების არ ქონის შესახებ/სხვა ტიპის?

ცნობა გაიცემა მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე და საფასური შეადგენს 10 ლარს. ცნობის აღება შესაძლებელია მისო “ლენდო”-ს მომსახურე ფილიალებში ან ელექტრონულად. ცნობის ელ. ვერსია მოგივათ იმ მეილზე, რომლითაც გაიარეთ რეგისტრაცია ლენდოს ვებ-გვერდზე.
მომსახურე ფილიალიდან ცნობის ასაღებად მომხმარებელმა  საჭიროა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ელექტრონული ცნობის მისაღებად, საფასურის გადახდის შემდეგ, საჭიროა მომხმარებელმა დააფიქსიროს მოთხოვნა.
ცნობის საფასურის გადახდა შესაძლებელია მომსახურე ფილიალში ან საბანკო ანგარიშსწორებით (დანიშნულებაში უნდა მიეთითოს „ცნობის საფასური, მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი“).
დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის ვადაა 1 სამუშაო დღე, ხოლო სხვა ტიპის ცნობის –  2 სამუშაო დღე.

როგორ მოვიქცე თუ გადავიხადე სესხის გადავადებისთვის არასაკმარისი თანხა?

გადავადებისთვის არასაკმარისი თანხის გადახდის შემთხვევაში, სესხი არ გადავადდება. იმისათვის, რომ გადახდილი თანხა იყოს მიმართული სესხის გადასავადებლად, მომხმარებელს ეძლევა 72 საათი, რათა დაამატოს დაკლებული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადახდილი თანხა გამოაკლდება მიმდინარე დავალიანებას და სესხი არ გადავადდება.
აღნიშნული ვადა არ გულისხმობს ჯარიმების შეჩერებას ვადაგადაცილების შემთხვევაში.

 

 

© 2020 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო