ხელშეკრულების პირობები
ნაწილი II. ზოგადი დებულებები
1. ტერმინთა განმარტებები
ხელშეკრულება: მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომელიც შედგება ნაწილისაგან I: მნიშვნელოვანი პირობები (შემდგომში: „მნიშვნელოვანი პირობები“); და ნაწილისაგან II: ზოგადი დებულებები (შემდგომში: „ზოგადი დებულებები“), ასევე დამატებებისა და/ან დანართებისაგან. ამასთან მნიშვნელოვანი პირობები მოიცავს ძირითად სასესხო პირობებს, რომელიც ეყრდნობა მსესხებლის განაცხადისა და კრედიტორის მიერ მსესხებლის კრედიტუნარიანობის შეფასებას. ზოგადი პირობები არის სავალდებულო დებულებები, რომლებიც არეგულირებენ მხარეთა სახელშეკრულებო ვალდებულებებს;
კრედიტორი: შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო” საიდენტიფიკაციო კოდი: 404504844,იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ც. დადიანის N7, მე-5 სართული;
მხარე ან მხარეები: მსესხებელი და/ან გამსესხებელი, რომლებიც ერთობლიობაში ან ცალ-ცალკე არიან მოხსენიებული ხელშეკრულებაში.
საკრედიტო ხაზის ლიმიტი: სესხის ზღვრული ოდენობა, რომელიც განსაზღვრულია გამსესხებელსა და მსესხებელს შორის, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც მსესხებელს შეუძლია წარადგინოს განაცხადი სესხის უზრუნველსაყოფად.
პოტენციური საკრედიტო ხაზის ლიმიტი: სესხის ოდენობა, რომელიც განსაზღვრულია გამსესხებელსა და მსესხებელს შორის, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების შესაბამისად, რომლითაც შეიძლება გაიზარდოს საკრედიტო ხაზის ლიმიტი მსესხებლის განცხადების საფუძველზე და გამსესხებლის შეხედულებისამებრ.
განაცხადი: განაცხადი სესხის მიღებაზე, საკრედიტო ხაზის ლიმიტის ფარგლებში სესხის მოცულობის დამატებაზე ან/და ხელშეკრულების შესაბამისად გახანგძლივების პერიოდის მოთხოვნაზე, რომელსაც მსესხებელი წარუდგენს გამსესხებელს, ხელშეკრულებაში განსაზღრული წესის თანახმად.
სესხი: ფულადი სახსრები როგორც ეს განსაზღვრულია ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებში და რომელსაც გამსესხებელი გასცემს მსესხებელზე ხელშეკრულების თანახმად.
სესხის ოდენობა: ფულადი სახსრების ოდენობა, თანხა რომელიც განსაზღვრულია სესხის მნიშვნელოვან პირობებში და რომელსაც გამსესხებელი გასცემს მსესხებელზე წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად.
გაცემული სესხის ოდენობა: იმ სესხის ჯამური ოდენობა, რომელსაც გამსესხებელი რეალურად გასცემს მსესხებელზე ხელშეკრულების თანახმად, და რომლის ოდენობაც განსაზღვრულია ძირითად დებულებებში, კერძოდ მნიშვნელოვანი პირობებში, რომელიც გაიცა მსესხებლისათვის მხარეების მიერ ხელშეკრულების დადების/გაფორმების შესაბამისად ან შემდეგ, მოგვიანებით, მსესხებლის განაცხადის (განაცხადების) საფუძველზე საკრედიტო ხაზის ლიმიტის ფარგლებში.
სახელშეკრულებო ანაზღაურება: მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გადასახდელი ანაზღაურება, რომელიც განსაზღვრულია სესხის უზრუნველყოფისათვის ხელშეკრულების მიხედვით, ასევე ვალის მომსახურებასა და დამატებით მომსახურებებთან, მათ შორის სესხის საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, ჯარიმებთან, ხარჯებთან და ხელშეკრულების თანახმად სხვა სახის გადასახდელებთან.
სახელშეკრულებო გადახდა (გადახდები): ყველა სახის გადასახადი, რომელიც ექვემდებარება მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გადახდას ხელშეკრულების თანახმად, მათ შორის სესხის სრული ან/და ნაწილობრივი გადახდა, ან სახელშეკრულებო ანაზღაურების სრული ან ნაწილობრივი გადახდა.
წლიური საპროცენტო განაკვეთი: პროცენტი, რომლის გადახდა უნდა განხორციელდეს სესხის უზრუნველყოფის მიზნით, რაც განსაზღვრულია სესხის მნიშვნელოვან პირობებში. ამასთან განსაზღვრულია, რომ წელიწადში 365 დღეა, ხოლო ნაკიანი წლის შემთხვევაში 366 დღე.
ფულადი უზრუნველყოფის საფასური: მოსაკრებელი, რომელიც ექვემდებარება გადახდას სესხის ნაღდი ანგარიშგებით უზრუნველყოფის მიზნით, რაც განსაზღვრულია მნიშვნელოვან პირობებში.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, გაანგარიშებული კანონმდებლობის მიხედვით, რომლის გაანგარიშებაშიც გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი მსესხებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით და მოცემულია მნიშვნელოვან პირობებში.
ვადაგადაცილების პირგასამტეხლო: ჯარიმა (პროცენტი), რომელიც ექვემდებარება გადახდას ხელშეკრულების ვადების, კერძოდ გადახდის დღის ან/და სრული დაფარვის, დარღვევის შემთხვევაში იმ ოდენობით, რომელიც განსაზღვრულია მნიშვნელოვან პირობებში. პირგასამტეხლო განისაზღვრება გამსესხებლის მიერ.
ვადაგადაცილების ერთჯერადი პირგასამტეხლო: ჯარიმა, რომელიც ექვემდებარება გადახდას ხელშეკრულების ვადის გადაცილების თითოეული შემთხვევისათვის, მნიშვნელოვან პირობებში განსაზღვრული ოდენობით.
გადახდის ვადა: დროის მონაკვეთი იმ თარიღიდან, როდესაც სესხი გაიცა მსესხებელზე, მისი გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ შესაბამის თარიღამდე, და სესხის გადავადების გადახდის ბოლო თარიღამდე, სესხის გადავადების გადახდის შემთხვევაში.
გადახდის თარიღი: განსაზღვრული დღე, რომლის დადგომისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი შენატანი უნდა განხორციელდეს კლიენტის მიერ, გრაფიკის მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს სრულად დაუფაროს როგორც შესაბამისი სესხის ძირის ნაწილი, ასევე ყველა შესაბამისი სახელშეკრულებო ანაზღაურება.
გრაფიკი: ხელშეკრულების თანახმად განსაზღრული გადახდის ოდენობები და ვადები, როცა შესაბამისი შენატანი უნდა განხორციელდეს სესხის მნიშვნელოვან პირობებში განსაზღვრული წესის მიხედვით.
სესხის სრულად დაფარვის თარიღი: თარიღი, რომელიც მოცემულია სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებში და რომლამდეც მსესხებელი ვალდებულია სრულად დაფაროს სესხის მთლიანი ოდენობა და ასევე ყველა სახელშეკრულებო ანაზღაურება.
გახანგრძლივების პერიოდი: მსესხებლის მიერ მოთხოვნილი დროის მონაკვეთი, მოცემული მნიშვნელოვან პირობებში, რომელსაც გამსესხებელი უზრუნველყოფს იმ შემთხვევაში, თუკი გაცემული სესხის სრულად დაფარვის ან გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის თარიღმა გადაიწია და რომელიც გამოითვლება გახანგრძლივების პერიოდის საკომისიოს გადახდის დღიდან გახანგრძლივების ბოლო დღემდე, რაც განსაზღვრულია მნიშვნელოვან პირობებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გახანგრძლივების საკომისიო: მოსაკრებელი, რომელიც ექვემდებარება გადახდას მსესხებლის მიერ, გაწეული ადმინისტრაციული და სხვა სახის ხარჯების დაფარვის მიზნით, რაც დაკავშირებულია მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის სრულად დაფარვისა და გრაფიკის მიხედვით გადასახდელი სესხის პერიოდის გახანგრძლივების/გადადების უზრუნველყოფასთან, როგორც ეს მოცემულია მნიშნელოვან პირობებში.
გამსესხებლის ანგარიში: გამსესხებლის ნებისმიერი მიმდინარე საბანკო ანგარიში, რომელიც მოცემულია ხელშეკრულების მნიშნელოვან პირობებში.
მსესხებლის ანგარიში: მსესხებლის ნებისმიერი მიმდინარე საბანკო ანგარიში, რომელიც მოცემულია მნიშნელოვან პირობებში, ან მიმდინარე საბანკო ანგარიში, რომლიდანაც მსესხებელს ერთხელ მაინც განუხორციელებია გადარიცხვა გამსესხებლისათვის.
მსესხებლის ელ.ფოსტა: მსესხებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მოცემულია მნიშნელოვან პირობებში, რომლის ერთადერთი მომხმარებელიც არის მსესხებელი.
ტელეფონის ნომერი: ნებისმიერი ტელეფონის ნომერი, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში, განსაზღვრულია პროფილით და/ან დაფიქსირებულია ფილიალში, რომლის ერთადერთი მომხმარებელიც არის მსესხებელი და რომლის გამოყენება ხდება გამსესხებლის მიერ, მსესხებელთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციისას, ასევე სესხის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან, დავალიანებასთან და ახალ შეთავაზებებთან დაკავშირებით.
პორტალი: ვებ-გვერდი (რომელიც ამჟამად განთავსებულია შემდეგ დომეინზე: www.lendo.ge), სადაც ხდება მსესხებლის იდენტიფიცირება პროფილის მეშვეობით და რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა შორის კომუნიკაციასა და ინფორმაციის გაცვლას.
პროფილი: მსესხებლის პერსონალური გვერდი პორტალზე, რომელიც ხელმისაწვდომია პორტალზე მსესხებლის ელ-ფოსტისა და პაროლის შეყვანის შემდეგ და გამოიყენება მხოლოდ მსესხებლის მიერ.
ფილიალი: გამსესხებლის ნებისმიერი ფილიალი, მომსახურების წერტილი, სადაც მსესხებელი ან/და გამსესხებელი ახორციელებს საკრედიტო საქმიანობას (სრული სია მოცემულია პორტალზე).
კანონი: საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.
2. ხელშეკრულების საგანი და სესხის უზრუნველყოფა
2.1. ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელი კისრულობს სესხის (სესხების) მსესხებლისათვის გაცემის ვალდებულებას საკრედიტო ხაზის ლიმიტის ფარგლებში ამ უკანასკნელის განაცხადის (განაცხადების) საფუძველზე და განაცხადზე დასტურის გაცემის შემთხვევაში, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, დაფაროს გაცემული სესხი და გადაიხადოს სახელშეკრულებო ანაზღაურება გადახდის ვადის ბოლო დღემდე. იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელი სრულად შეასრულებს მასზე წინამდებარე ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს და გადაწყვეტს ახალი სესხის მიღებას, მსესხებელი ვალდებულია, წარადგინოს განაცხადი იმ პროცედურების თანახმად, რომლებიც განსაზღვრულია ზოგადი დებულებების 2.2 ნაწილში. მხარეებს უფლება აქვთ არ გააფორმონ ახალი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება.
2.2. მსესხებელს შეუძლია წარადგინოს განაცხადი:
2.2.1. მის მიერ ხელმოწერილი განაცხადი ფილიალში წარდგენის გზით; ან
2.2.2. ექსკლუზიურად გამსესხებლის სისტემაში რეგისტრირებული, მითითებული ტელეფონის ნომრიდან სატელეფონი ზარის განხორციელების გზით, მსესხებლის სახელის, მეორე სახელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გვარის, ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებში მითითებული ხელშეკრულების ნომრისა და სესხის იმ ოდენობის მითითებით, რომლის მიღებაც მსესხებელს სურს საკრედიტო ხაზის ლიმიტის ფარგლებში, ასევე სესხის დაფარვის თარიღის მითითებით;
2.2.3. განაცხადის ფორმის შევსებით პორტალზე, პროფილის მეშვეობით და განაცხადის ელექტრონული წარდგენით.
2.3. გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხირივად მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის დადასტურების ან უარყოფის შესახებ, მის მიერ მსესხებლის კრედიტუნარიანობის (გადახდისუნარიანობის) შეფასების გათვალისწინებით, ან მესამე მხარის დახმარებით და/ან მსესხებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე დაყრდნობით და უფლებამოსილია, უარი თქვას განაცხადზე რაიმე განმარტების ან გამართლების გაცემის გარეშე.
2.4. გამსესხებელი ატყობინებს მსესხებელს მის მიერ განაცხადის დადასტურების ან უარყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, განაცხადის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. სესხის მოცულობის გაზრდაზე ან გახანგრძლივების პერიოდის მოთხოვნაზე მსესხებლის განაცხადის (მოთხოვნის) საფუძველზე მნიშვნელოვან პირობებში შესატანი შესაბამისი ცვლილებები/დამატებები ასევე ნებისმიერი ცვლილება/დამატება ზოგად დებულებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ეგზავნება მსესხებელს ელ-ფოსტის მისამართზე, რომელიც ძალაში შედის სესხის რეალური გაცემის თარიღიდან ან გახანგრძლივების პერიოდის დაწყების თარიღიდან. მსესხებელი აცნობიერებს, (i) რომ აღნიშნული დამატებები შეტანილია მის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე და აცხადებს თანხმობას მათ შესრულებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებაში, დამატებითი დებულებების შეტანის ან მსესხებლის მიერ რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ვალდებულების გარეშე. ასევე (ii) ყველა თანხა , რომელიც იქნა მიღებული მსესხებლის მიერ გამსესხებლისგან, მსესხებლის განაცხადზე დაყრდნობით, რომელიც არ იქნა დაუარებული გამსესხებლის მიერ, მსესხებლის წერილობითი შეტყობინებით გამსესხებლისადმი და გადახდის შემთხვევაში გამსესხებელს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ასეთი თანხების მიღების შემთხვევაში საჭიროებს მსესხებლის თანხმობას.
2.5. განაცხადის მიღებიდან, დაუყონებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში, გამსესხებელი, მსესხებლის მოთხოვნისამებრ, ვალდებულია, მსესხებელი უსასყიდლოდ უზრუნველყოს ქაღალდზე ან გამძლე ინფორმაციის გადამტანზე შემდეგი დოკუმენტაციით ან ინფორმაციით ელ-ფოსტის, პროფილის ან ფილიალის არხების დახმარებით:
2.5.1. წელიწადში ერთხელ ხელშკრულების მოქმედების განმავლობაში ან მისი ვადის გასვლის შემდეგ 2 წლის განმავლობაში გასცეს:
2.5.1.1. მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულებისა ან/და მისი დანართების, დამატებების ნაბეჭდი ასლი, ორივე მხარის მიერ ხელმოწერის დაფიქსირების შემდეგ.
2.5.1.2. ამონაწერი ანგარიშზე განხორციელებული გადახდების შესახებ, რომელიც მოიცავს სესხის ძირის ოდენობას, სესხის პროცენტს, სხვა საკომისიოებს და ხარჯებს ასეთის არსებობის შემთხვევაში და/ან ინფორმაციას საშეღავათო პერიოდის შესახებ და პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა მსესხებლის მიერ და სხვა მსგავსი ინფორმაცია, მიმდინარე ხელშეკრულების მიხედვით.
2.5.2 თვეში ერთხელ და მაქსიმუმ უკანასკნელი 2 წლის პერიოდზე, გასცეს ინფორმაცია ანგარიშების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას გადახდის დღეების შესახებ და თანხების ანგარიშიდან განაღდების/გადარიცხვის და თანხის ანგარიშზე განთავსების/გადარიცხვის შესახებ, ბოლო პერიოდისათვის ან მსესხებლის მიერ განსაზღრული თარიღის მიხედვით.
2.6. იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის მიერ მოთხოვნილია 2.5.2. ქვეპუნქტში აღნიშნული ინფორმაციის სპეციალურ ტიტულოვან ფურცელზე გაცემა გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს პრაისკურანტით დადგენილი გადასახადის გადახდა.
2.7. გამსესხებელი, მსესხებლის მიერ მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია, გასცეს თითოეული სესხი ნაღდი ანგარიშსწორებით ფილიალში ან მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვის გზით. სესხის გადარიცხვის შემთხვევაში, სესხი ჩაითვლება გაცემულად, გამსესხებლის მიერ საბანკო გადარიცხვის განხორციელების თარიღიდან. მსესხებლის ხელმოწერა მნიშვნელოვან პირობებზე და ნაღდი ფულის გასავლის ორდერზე ადასტურებს სესხის ნაღდი ფულის სახით გაცემას.
2.8. თუ მსესხებელი არ აითვისებს საკრედიტო ხაზის ლიმიტს მიმდინარე თვის ბოლო კალენდარულ დღემდე, გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად გაანულოს საკრედიტო ხაზის ლიმიტის გამოუყენებელი ნაწილი. მსესხებლისათვის ახალი საკრედიტო ხაზის ლიმიტი, შეიძლება განსაზღვრულ იქნას, გამსესხებლის ერთპიროვნული შეხედულებისამებრ, მსესხებლის ახალი სასესხო განაცხადის საფუძველზე.
2.9 სესხი ან მისი ნაწილი ჩაითვლება გადახდილად მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი თანხა ჩაირიცხება გამსესხებლის ანგარიშზე ან ნაღდი ფულით გადახდისას გამსესხებლის მიერ ხელმოწერილი შემოსავლის ორდერის გაცემისას.
3. სახელშეკრულებო ანაზღაურება
3.1. სესხის პროცენტი:
3.1.1 საკრედიტო ხაზის ლიმიტის თანახმად სესხის (სესხების) სახით გაცემული თანხის გამოყენების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, გადაიხადოს წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია მნიშნელოვან პირობებში. პროცენტის გადახდა უნდა განხორციელდეს გადახდის საბოლოო თარიღისათვის. მნიშვნელოვან პირობებში მითითებული პროცენტი გაანგარიშდება ყოველდღიური კალკულაციით ხელშეკრულების შექმნის ან შესაბამისი განაცხადის გამსესხებლის მიერ მიღებისას.
3.1.2 პროცენტი გამოითვლება სესხის მსესხებლის მიერ გამოყენებული სრული პერიოდის გათვალისწინებით, სესხის აღების დღიდან და მსესხებლის მიერ სესხის სრული დაფარვის დღეს გადახდისას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანაზღაურებებისა და მოსაკრებლებთან ერთად.
3.2. პირგასამტეხლო:
3.2.1 იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელი დაარღვევს გადახდის ვადას, იგი ვალდებულია, გადაიხადოს ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც გამოითვლება პროცენტულად, რაც განსაზღვრულია მნიშნელოვან პირობებში და რომელიც ვრცელდება სესხის გადაუხდელ ნაწილზე, დაიანგარიშება პირველი დღიდან გადაუხდელი თანხის საბოლოო დაფარვის თარიღამდე, სესხის სრულად დაფარვამდე, წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
3.2.2 სესხის ვადაგადაცილების თითოეულ შემთხვევაში (სანამ ვადაგადცილებული თანხა სრულად არ იქნება გადახდილი) მსესხებელი დამატებით იხდის ვადაგადაცილების ერთჯერად პირგასამტეხლოს, მნიშვნელოვან პირობებში მითითებული წესით.
3.3. მსესხებელი ვალდებულია, გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შემდეგი მოსაკრებლები და ხარჯები:
3.3.1 ფულადი უზრუნველყოფის საფასური, რომელიც ექვემდებარება გადახდას ნაღდი ანგარიშსწორებით სესხის უზრუნველსაყოფად. მისი ოდენობა მოცემულია მნიშვნელოვან პირობებში. გადახდა ხორციელდება მითითებული ოდენობით სესხის უზრუნველყოფამდე ან მის სრულ დაფარვამდე პროპორციულად, შესაბამისი სესხის მიხედვით.
3.3.2 გახანგრძლივების/გადავადების საკომისიო ექვემდებარება გადახდას იმ შემთხვევაში, თუ კი მსესხებელი მოითხოვს და გამსესხებლისგან მიიღებს გადახდის ან/და სრულად დაფარვის ვადის გახანგრძლივების პერიოდს. გახანგრძლივების საკომისიო გამოითვლება პროცენტულად მნიშვნელოვან პირობებში განსაზღვრული ოდენობით, გადავადების ვადის მიხედვით და გადახდილ უნდა იქნას გახანგრძლივების მოთხოვნისთანავე. გახანგრძლივების საკომისიო წარმოადგენს მსესხებლის დასტურს გადაავადოს სესხის გადახდის თარიღი ან სესხის სრულად გადახდის ვადა სხვა ფორმალობების უზრუნველყოფის გარეშე. გამსესხებელი უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს მსესხებლის მოთხოვნა და არ უზრუნველყოს მსესხებელი გახანგრძლივების პერიოდით და უკან დაუბრუნოს მსესხებელს გახანგრძლივებისათვის წინასწარ შეტანილი გახანგრძლივების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ გამსესხებელი გაუხანგრძლივებს მსესხებელს გადახდის ვადას მსესხებლის განაცხადის შესაბამისად, ამ შემთხვევაში გენერირდება ახალი გრაფიკი და იგზავნება მსესხებელის ელ-ფოსტაზე. მსესხებლის მიერ გადავადების საკომისიოს გადახდა ჩაითვლება მსესხებლის თანხმობად ახალ გადახდის გრაფიკზე.
3.3.3. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შეთხვევაში, სავალდებულოა მსესხებლის მიერ წინსწრების საკომისიოს გადახდა, 4.4. ქვეპუნქტის მიხედვით, ასევე როგორც განსაზღვრულია მნიშნელოვან პირობებში და დამოკიდებულია გადახდის ვადამდე დარჩენილ პერიოდზე.
3.3.4 თუ მსესხებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდის ვადას გადააცილებს 10 (ათი) კალენდარული დღით, გამსესხებელს შეუძლია გაუგზავნოს მსესხებელს გაფრთხილების წერილი ან/და შესთავაზოს სესხის რესტრუქტურიზაცია გადაუხდელ ვალზე შესაბამისი რესტრუქტურიზაციისა და ამოღების ხარჯების დამატების გათვალისწინებით.
3.4. პროცენტის, პირგასამტეხლოსა და/ან საკომისიოს მოსაკრებელი და ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ ოდენობას ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3.5. ხარჯები და გადასახდელები ექვემდებარება ექსკლუზიურ გადახდას მსესხებლის მიერ მისი სურვილისა და არჩევანისამებრ, რომელიც არ არის დაწესებული გამსესხებლის მიერ და განსაზღრულია როგორც ვალდებულება ხელშეკრულების დადებისთანავე.
3.6 გამსესხებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს ხელშეკრულების პირობები მათ შორის საპროცენტო განაკვეთის, პირგასამტეხლოს და/ან მოსაკრებლებისა და ხარჯების ოდენობა 6.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით. თუ მსესხებლის მდგომარეობა ამ ცვლილებით არ უმჯობესდება, მსესხებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს აღნიშნული ცვლილებების თაობაზე შეტყობინების მიღება, ამ ცვლილებების ძალაში შესვლამდე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული ცვლილებები ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად და დადასტურებულად ნებისმიერი ახალი განაცხადის წარდგენის ყველა შემთხვევაში, ასევე 6.3 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით და არხებით მსესხებლისათვის ცვლილების გაგზავნისას თუ გაგზავნიდან 30 დღის განმავლობაში მსესხებელი წერილობით არ შეატყობინებს გამსესხებელს ცვლილებებზე უარის შესახებ. ხელშეკრულებაში შეტანილი ყველა ცვლილება განთავსდება პროფილზე.
3.7 გამსესხებელი არ არის უფლებამოსილი, შეიტანოს ცვლილება პროცენტის, პირგასამტეხლოს და/ან მოსაკრებლებისა და ხარჯების ოდენობაში, თუკი აღნიშნული ცვლილება ხორციელდება კანონმდებლობის თანახმად. ამ შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით.
3.8 . გამსესხებელი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ და/ან მარკეტინგის მიზნებისათვის:
3.8.1 არ დაიანგარიშოს, შეწყვიტოს ან შეაჩეროს პროცენტის, პირგასამტეხლოს, საკომისიოების ან სხვა ხარჯების დარიცხვა;
3.8.2 შეამციროს ნებისმიერი ან ყველა სახელშეკრულებო ანაზღაურება.
4 სახელშეკრულებო გადახდები და ანგარიშგების პროცედურები
4.1 მსესხებელი ვალდებულია, განახორციელოს სახელშეკრულებო გადახდები გადახდის ბარათით ან:
4.1.1 ელექტრონული ანგარიშსწორებით ბარათის დეტალების გამსესხებელზე მიწოდებით, სატელეფონო კავშირის მეშვეობით ან ელექტრონული გადახდების მომსახურების მიმწოდებლის დახმარებით. მსესხებელი პირდაპირ და უპირობოდ ანიჭებს კრედიტორს უფლებას ისარგებლოს მისი დებიტორული ბარათით და:
4.1.1.1 მოახდინოს თანხის ჩამოჭრა ნებისმიერი ოდენობით სატელეფონო კავშირის დამყარებით;
4.1.1.2 მოახდინოს თანხის ჩამოჭრა გადაუხდელი თანხის ნებისმიერი ოდენობით.
4.1.2 საბანკო გადარიცხვით მსესხებლის ანგარიშიდან გამსესხებლის ანგარიშზე;
4.1.3 მსესხებლის ანგარიშიდან გამსესხებლის ანგარიშზე ავტომატური გადარიცხვის სისტემის (დაირექტ დებეტი) საშუალებით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კონტრაქტით გათვალისწინებული გადასახადები ვადაგადაცილებულია, გამსესხებლის მიერ მსესხებლის ბანკისთვის გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე.
მსესხებელმა ცალსახად და უპირობოდ მიანიჭა გამსესხებელს გადახდის მოთხოვნის წარდგენის უფლება მსესხებლის ბანკში ნებისმიერი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს გადასახდელი ვადაგადაცილებული კონტრაქტით გათვალისწინებული გადასახადებისა.
4.1.4 გადახდის განხორციელება სხვა გზით, ნაღდი ფულის გადახდით ფილიალში. იმ შემთხვევაში თუ გადახდის დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს გადახდის დღე გადაიწევს მომდევნო პირველ სამუშაო დღეს.
4.2 . გადახდის ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, გადაუხადოს გამსესხებელს მხოლოდ გახანგრძლივების საკომისიო, ხოლო სახელშეკრულებო გადასახდელების გადახდა, მათ შორის პროცენტის გადახდა უნდა გადაიდოს (შეჩერდეს) და არ უნდა იქნას დაანგარიშებული გახანგრძლივებული პერიოდის განმავლობაში. ყველა გადასახდელი ხელშეკრულების თანახმად გადავადების შემთხვევაში უნდა იქნას გადახდილი სრულად გადავადების პერიოდის ბოლოს.
გაცემული სესხის დაფარვა გახანგრძლივებული პერიოდის განმავლობაში არ ჩაითვლება ვადაგადაცილებულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კი სესხი ვადაგადაცილებული იყო გახანგრძლივების საკომისიოს გადახდის მომენტისათვის.
4.3 მსესხებელი უფლებამოსილია, დაფაროს (დააბრუნოს) სესხი ნაწილობრივ ან სრულად და განახორციელოს სხვა სახელშეკრულებო გადახდები ხელშეკრულების თანახმად ნებისმიერ დროს გადახდის ვადის ფარგლებში კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ გამსესხებლის თანხმობის მიღების შემდეგ. მსესხებელი არ არის უფლებამოსილი ვადაზე ადრე დაფაროს სესხი გამსესხებლის თანხმობის გარეშე, გარდა მნიშვნელოვან პირობებში პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.4 თუ მსესხებელი გამოიყენებს 4.3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, იმავე მუხლით გათვალისწინებული წესით, მაშინ მსესხებელი უფლებამოსილია სესხის გადახდის ვადაზე ადრე, სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადოს გაცემული სესხის თანხა და/ან სხვა სახელშეკრულებო გადასახდელები 4.3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით და:
4.4.1. სესხის ვადაზე ადრე ნაწილობრივი დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების პროპორციულად შემცირება დარჩენილი ვადისათვის. პროპორციული შემცირების ოდენობის შესახებ ინფორმაცია მსესხებელს უნდა მიეწოდოს წარმოდგენილი წერილობითი განცხადების მიღებიდან და წინსწრებით დაფარვის განხორციელებიდან 30 დღის განმავლობაში მოთხოვნის შემდეგ. ვადაზე ადრე გადახდა მიღებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელმა უკვე გადაიხადა სრულად ნებისმიერი დავალიანება და გადახდას დაქვემდებარებული გადასახდელი (სესხის თანხა, სესხის პროცენტი, საკომისიო და ხარჯები) ხელშეკრულების შესაბამისად.
4.4.2 თუ ვადაზე ადრე გადახდა ფარავს სესხის ძირი თანხის სულ მცირე 20%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, მსესხებელს შეუძლია მოითხოვოს: (I) ნარჩენი ძირითადი თანხის გადანაწილება იმავე პერიოდზე ყოვეთვიური შენატანის შემცირების გზით ან (II) ყოველთვიური შენატანის იმავე ოდენობის პირობებში დარჩენილი პერიოდის შემცირება. თუ მსესხებელი არ მიუთითებს თავისი არჩევანის შესახებ, გამსესხებელი უფლებამოსილია შეიმუშავოს ახალი გრაფიკი არჩვანისამბერ (ii)
გამსესხებელი უზრუნველყოფს ვადაზე ადრე მიღებული გადახდების რეგისტრაციას იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუმცა რეგისტრაციის პერიოდზე პროცენტის დარიცხვა არ განხორცილდება, აგრეთვე უზრუნველყოფს ახალი გრაფიკის შექმნას პირადად ფილიალში, ან მსესხებლის ელ-ფოსტის ან პორტალზე არსებული პოროფილის საშუალებით. სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი დამატებით უხდის გამსესხებელს ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიოს, როგორც მითითებულია ზოგადი პირობების მუხლში 3.3.3.
4.5 .მსესხებლის სახელით განხორციელებული ზედმეტად გადახდილი თანხის შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მსესხებელს იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი დააფიქსირებს წერილობით მოთხოვნას.
4.6 .მსესხებლის სახელშეკრულებო გადასახდელების გადახდა ჩაითვლება განხორციელებულად მათი გამსესხებლის მიერ მიღებისთანავე. მსესხებლის მიერ განხორციელებული ის გადახდები, რომლებიც არ შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულებების დებულებებს, არ ჩაითვლება მიღებულად მათი იდენტიფიკაციის მომენტამდე.
4.7 გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული განსაზღვრულია მსესხებლის მიერ გადახდის ორდერით ან დადგენილია კანონმდებლობის თანახმად, მსესხებლის მიერ განხორციელებული გადახდები უნდა იქნას დაფარული შემდეგი თანმიმდევრობით:
4.7.1 გახანგრძლივების საკომისიო;
4.7.2 ფულადი უზრუნველყოფის საფასური;
4.7.3 ერთჯერადი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის;
4.7.4 ვადაგადაცილების პირგასამტეხლო;
4.7.5 წინსწრებით დაფარვის საკომისიო;
4.7.6 პროცენტები;
4.7.7 სესხის ძირი თანხა.
4.8 მხარეები, ეჭვების თავიდან ასაცილებლად, თანხმდებიან, რომ გადახდის ვადის დარღვევის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, გამსესხებელს დაუფაროს გაცემული სესხი და გადაიხადოს შესაბამისი სახელშეკრულებო გადასახდელები, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობის თანახმად.
4.9 მსესხებელს ეკისრება პირადი პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებული ქონებით გამსესხებლისათვის სახელშეკრულებო გადახდების დაფარვისათვის სრული ოდენობით წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად.
5 მხარეთა უფლება-მოვალეობები
5.1 იმ შემთხვევაში, თუკი კანონით განსაზღვრულია მსესხებლის უფლებები ხელშეკრულებიდან გამოსვლის თაობაზე ხელშეკრულების დადებიდან შესაბამისი პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი სახის არგუმენტაციის გარეშე, მსესხებელი ვალდებულია, დაფაროს (დააბრუნოს) გამსესხებლის მიერ გაცემული სესხი და გადაიხადოს გაცემული სესხის პროცენტი, როგორც ეს განსაზღვრულია მნიშვნელოვან პირობებში, რომელიც გამოითვლება სესხის გაცემის თარიღიდან სესხის დაფარვის თარიღამდე სხვა სახელშეკრულებო ანაზღაურებასთან ერთად, არასაპატიო მიზეზით დაგვიანების გარეშე და მსგავსი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
წინამდებარე პარაგრაფში მოცემული უფლების რეალიზაციის მიზნით, მსესხებელი გამსესხებელს დაუყოვნებლივ წარუდგენს წერილობით შეტყობინებას ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის თაობაზე მსესხებლის სახელის, მეორე სახელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გვარისა და ხელშეკრულების ნომრის მითითებით. წინამდებარე ხელშეკრულება არ ჩაითვლება შეწყვეტილად თუ მსესხებლის ბრალეული ქმედებით განხორციელდა დადგენილი ვადის დარღვევა, კერძოდ თუ კანონით განსაზღვრულ პერიოდში არ განხორციელდა გამსესხებლის ინფორმირება ან/და მსგავის ცვლილების მიღებიდან 14 კალენდარულ დღეში არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი განცხადება.
5.2 იმ შემთხვევაში თუ მსესხებელის მხრიდან დაფიქსირდა ვადაგადაცილება, გამსესხებელი უფლებამოსილია წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნული და სამომავლოდ შესაძლებელი გართულებების შესახებ მსესხებელს. მსესხებელი გამოხატავს ნებას ასევე, რომ მსგავსი ინფორმირების წერილი გაგზავნილ იქნას მის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან (თუ ასეთი აღნიშნულია მნიშვნელოვან პირობებში). მსესხებელი ადასტურებს რომ მის მიერ მითითებული საკონტაქტო პირი გამოხატავს თანხმობას მიიღოს ვადაგადაცილების შეტყობინება და გადახდის ვალდებულების შესახებ ინფორმაცია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხთან დაკავშირებით.
5.3. გამსესხებელი უფლებამოსილია, გავიდეს ხელშეკრულებიდან, ხოლო მსესხებელი ხუთი (5) სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია, დაუფაროს (დაუბრუნოს) გამსესხებელს გაცემული სესხი, სრული ოდენობით და დაფაროს ყველა სხვა შესაბამისი სახელშეკრულებო ანაზღაურება, თუ კი:
5.3.1. მსესხებელი წარუდგენს გამსესხებელს მცდარ მონაცემებს, არასწორ, არასრულ, განუახლებელ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, ან გაყალბებულ დოკუმენტებს; ან არ წარუდგენს გამსესხებელს მის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას;
5.3.2. გამსესხებლის მიერ ჩატარებული კრედიტუნარიანობით გამოვლინდება მსესხებლის უუნარობის მნიშვნელოვანი რისკი, დაფაროს გაცემული სესხი სრული ოდენობით;
5.3.3. მსესხებელი დაარღვევს გადახდის ვადას 30 (ოცდაათი) და მეტი კალენდარული დღით;
5.3.4. მსესხებელი დაარღვევს სხვა ნებისმიერ მნიშვნელოვან ვალდებულებას, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით და თუ კი აღნიშნული დარღვევა არ იქნება აღმოფხვრილი 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის წერილობითი შეტყობინების წარდგენის შემდეგ;
5.3.5. სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული მსესხებლის წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია მსესხებლის მიერ შესაძლო თაღლითობასთან, დოკუმენტაციის გაყალბებასთან, ქონების მითვისებასა თუ გატაცებასთან, ასევე სხვა ნებისმიერი სახის ქონების (მათ შორის ფულადი სახსრების) ძარცვასთან და სხვა მსგავს კრიმინალურ საქმიანობასთან;
5.3.6. ასევე მის მიერ შესაძლო ფულის გათეთრებისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვების არსებობის შემთხვევაში;
5.3.7. განაცხადი წარდგენილი იქნა მსესხებლის გადახდისუნარიანობის ცნობის მიზნით.
5.3.8. შეწყვეტა განსაზღვრულია და მოთხოვნილია კანონმდებლობით.
5.4. მსესხებელი თანახმაა, რომ:
5.4.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები და/ან ვალდებულებები გადააკისროს ნებისმიერ მესამე მხარეს (შემდგომში, „რწმუნებული“);
5.4.2. რწმუნებულებს ენიჭებათ უფლებამოსილება, გადააკისრონ სარჩელებისა და/ან ვალდებულებების შეუზღუდავი რაოდენობა სხვა მესამე მხარეს;
5.4.3. გამსესხებელი და რწმუნებულები უფლებამოსილნი არიან, გასცენ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით მიღებული ინფორმაცია მესამე მხარისათვის, მათ შორის საზედამხედველო ინსტიტუტებისათვის და საკრედიტო ბიუროებისათვის წინამდებარე ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის თანხმად.
5.5. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელების/მოთხოვნის გადაკისრება არ ამცირებს მსესხებლის გარანტიებს ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის თანახმად მსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე.
5.6. იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის მხრიდან დარღვეულ/ვადაგადაცილებულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პერიოდი, შესაძლებელია აღნიშნულმა ფაქტმა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს მსესხებლისათვის, ხოლო ამ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია:
5.6.1. მიიღოს ყველა ზომა, რათა შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება ან/და დაიწყოს აღსრულების წარმოება მსესხებლის მიმართ;
5.6.2. შეატყობინოს მსგავსი ფაქტი სხვა საკრედიტო ორგანიზაციებს, მესამე პირებს, საკრედიტო ბიუროს (კრედიტ ინფო საქართველო), რომლებსაც სამომავლოდ ექნებათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მსესხებლის საკრედიტო ისტორიაზე;
5.6.3. მოითხვოს ხელშეკრულებით გათალისიწნებული ყველა გადასახადის დაჩქარებული გადახდა, ხოლო მსესხებელი ვალდებულია განახორციელოს აღნიშნული;
5.6.4. წინასწარი შეტყობინებისა და შემხვედრი თანხმობის გარეშე მოახდინოს მსესხელის ანგარიშზე არსებული თანხით გადაუხდელი პროცენტისა და სესხის დაფარვა;
5.6.5. დაუყოვნებლივ გააგზავნოს შეტყობინების წერილი მსესხებელთან და მის საკონტაქტო პირთან;
5.6.6. დააყადაღოს ან/და გამოიყენოს გირავნობის უფლება მსესხებლის მოქმედ აქტიურ საბანკო ანგარიშებზე და მის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე;
5.6.7. არსებული ვითარებიდან გამომდინარე შექმნას მსესხებლის საკრედიტო ინფო და მისი გადახდისუნარიანობა გაუზიაროს მესამე პირს.
5.6.8 გამსესხებელი ვალდებულია მსესხებელს მიაწოდოს ინფორმაცია სავალუტო რისკის შესახებ, როდესაც მსესხებლის შემოსავლები კრედიტის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაშია. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი თავის მხრივ ვალდებულია, გააფრთხილოს გამსესხებელი შემოსავლის განსხვავებულ ვალუტაში არსებობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი თავისუფლდება ზემოაღნიშნული ვალდებულებისგან.
6. სხვა დებულებები
6.1. მსესხებელი ვალდებულია, გამსესხებელს შეატყობინოს ხელშეკრულებაში მითითებული მსესხებლის შესახებ ინფორმაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, განსაკუთრებით კი პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტსა ან სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ხუთი (5) სამუშაო დღის განმავლობაში სატელეფონი ზარის, პორტალზე პროფილის მეშვეობით ან ფილიალში მისვლით.
6.2. გამსესხებელი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ და/ან კანონმდებლობის შესაბამისად, მოსთხოვოს მსესხებელს:
6.2.1. მსესხებლის დასტური ინფორმაციაში ცვლილების შეტანაზე ტელეფონის მეშვეობით, სატელეფონო ზარის ან პორტალის გამოყენებით, ფილიალში მისვლით და/ან სხვაგვარად;
6.2.2. წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელებასთან და სესხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია;
6.2.3. მსესხებლის კრედიტუნარიანობასთან (გადახდისუნარიანობასთან), მსესხებლის იდენტიფიკაციასა და/ან მსესხებლის ფულად სახსრებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
გამსესხებელი, მსესხებლისგან მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიღების მომენტამდე, წინამდებარე პარაგრაფის თანახმად, უფლებამოსილია, თავი შეიკავოს სესხის გაცემის ან სესხის გადახდის ვადის გახანგრძლივებისაგან ნებისმიერი გამართლების ან განმარტებების გაცემის გარეშე.
6.3. წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის კომუნიკაციის (წერილობითი შეტყობინებები, ხელშეკრულების ცვლილებები, შეხსენებები, წინადადებები, ბრძანებები, მოთხოვნები, დამტკიცებები, ავტორიზაცია, უარყოფა და ა.შ.) უნდა მოხდეს პირადად ფილიალში ან ტელეფონის ნომრებზე დარეკვით/sms, მსესხებლის ელექტრონული ფოსტით ან პროფილით პორტალზე. ზემოხსენებულ პირობებში გაკეთებული ნებისმიერი კომუნიკაცია სავალდებულოა მხარეებისათვის. მსესხებელი ვალდებულია გაააქტიუროს და შეამოწმოს თავისი პროფილი სულ ცოტა ორ კვირაში ერთხელ, ასევე შეამოწმოს პროფილი გამსესხებლის მიერ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე სატელეფონო ან ელ-ფოსტით შეტყობინების მიღების დღეს ან მომდევნო დღეს.
6.4. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ და იმ შემთხვევაში, თუკი ხელმოწერა არ განხორციელდა წინასახელშეკრულებო პერიოდში, მსესხებელი უფლებამოსილია, შექმნას პორტალზე პროფილი პორტალის გამოყენების ვადებისა და პირობების თანახმად, რომლებიც ხელმისაწვდომია პორტალზე. მსესხებლის იდენტიფიკაცია და გამსესხებელთან კომუნიკაცია სავალდებულოა მხარეთათვის იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი პორტალზე პროფილის მეშვეობით დაადასტურებს პორტალის გამოყენების ვადებსა და პირობებს პროფილის აქტივაციის გზით პორტალზე (აქტივაციისთანავე), როგორც ეს განსაზღვრულია აღნიშნულ წესებში. პორტალის გამოყენების პირობები და ვადები თანდართულია ხელშეკრულებაზე დანართის N1 (შემდგომში, „პორტალის გამოყენების ვადები და პირობები“) სახით და ხელმისაწვდომია პორტალზე. პორტალის გამოყენების ვადები და პირობები მიიჩნევა წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
6.5. გამსესხებელი უფლებამოსილია, შეაჩეროს ან შეწყვიტოს მსესხებლის იდენტიფიკაცია და/ან კომუნიკაცია მხარეთა შორის ტელეფონით მითითებულ ნომერზე დარეკვით ან პორტალზე პროფილის მეშვეობით პორტალის გამოყენების ვადებისა და პირობების თანახმად და მოითხოვოს კონკრეტული ქმედების განხორციელება ფილიალში.
6.6. მსესხებელი თანახმაა, მიიღოს ინფორმაცია:
6.6.1. რომელიც ექვემდებარება სავალდებულო წარდგენას, როგორც ეს განსაზღვრულია კანონმდებლობით, შეტყობინებით მსესხებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ფილიალში ან პორტალზე გამოქვეყნებით;
6.6.2. ხელშეკრულების ფარგლებში, ელ.ფოსტით მსესხებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე და/ან ტელეფონით (მითითებულ ნომერზე), როგორც ჩაწერილი ხმოვანი ან ტექსტური შეტყობინება, გარდა ამისა, ელ.ფოსტაზე გაგზავნილი წერილი ან ტექსტური შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად ელექტრონული კომუნიკაციის შეყვანის მომენტში მსესხებლის მიერ მითითებულ საერთაშორისო სისტემაში;
6.6.3. გამსესხებლის ან მესამე მხარეების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია გამსესხებელთან, მათ შორის კომერციული, სარეკლამო ან სხვა სახის საინფორმაციო შეტყობინება მსესხებლის ელ.ფოსტისა და ტელეფონის ნომრის გამოყენებით.
6.7. მსესხებელი თანახმაა და ანიჭებს გამსესხებელს უფლებამოსილებას, რათა გამსესხებელმა ნებისმიერ დროს უზრუნველყოს მსესხებლის პირადი მონაცემების დამუშავება (სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/კ.: 204470740) და სხვა) (შეამოწმოს მსესხებლის პირადი მონაცემების ავთენტურობა სხვადასხვა საჯარო და/ან კერძო მონაცემთა ბაზებიდან, მოიძიოს მონაცემები, განახორციელოს მონაცემთა შედგენა/შეგროვება და გადაცემა მესამე მხარეთათვის და მესამე მხარეებისაგან, განახორციელოს ინფორმაციის საერთაშორისო გადაცემა და მონაცემთა შენახვა ხელშეკრულების სრულად შესრულების შემდეგაც (ასევე შესაბამის ფილიალში აწარმოოს ვიდეო, აუდიო და ფოტო ჩაწერა) შემდეგი მიზნებისათვის:
6.7.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
6.7.2. სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სავალდებულო ანგარიშების წარდგენა, ასევე შესაბამისი ინფორმაციის მიღება და წარდგენა სახელმწიფო და მუნიციპალურ უწყებებში და/ან საზედამხედველო ორგანოებში;
6.7.3. ინფორმაციის მიღება და წარდგენა საკრედიტო ბიუროებში უშუალოდ ან მესამე პირის დახმარებით;
6.7.4. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების მესამე პირისთვის დათმობა;
6.7.5. მსესხებლის გადახდისუნარიანობის (კრედიტუნარიანობის) და იმ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების შეფასება, რომლებიც გავლენას ახდენს ხელშეკრულების გაფორმებასა ან შესრულებაზე;
6.7.6. ინფორმაციის მიღება გამსესხებლის ან მესამე პირის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია გამსესხებელთან, მათ შორის კომერციული ინფორმაცია და რეკლამები მარკეტინგისა და სარეკლამო მიზნებისათვის, სახელდობრ გამსესხებლისაგან და გამსესხებლის პარტნიორებისაგან მათი ორგანიზაციების პოპულარიზაციისათვის გამიზნული მასალა ტრადიციული საფოსტო მომსახურებით ან ელექტრონულად (მაგ. ტელეფონით, ტექსტური შეტყობინებით მითითებულ ნომერზე და/ან მსესხებლის ელ.ფოსტაზე ან პორტალზე პროფილის მეშვეობით).
6.8. მსესხებელი ადასტურებს, რომ მას მიეწოდა ინფორმაცია მისი უფლებებისა და მათი გამოყენების გზების შესახებ, მიიღოს, ჩაერიოს და შეეწინააღმდეგოს მისი პირადი ინფორმაციის დამუშავებას, ასევე მის მიერ პასუხის გაუცემლობის შედეგების შესახებ, იქნება ეს სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი, იმ კითხვებზე, რომელთა საშუალებითაც მიიღება მისი პირადი ინფორმაცია. იმისათვის, რომ განახორციელოს აღნიშნული უფლებები, მსესხებელს შეუძლია წარადგინოს შუამდგომლობა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@lendo.ge.
6.9. გამსესხებელი იძლევა გარანტიას, რომ მსესხებლის პირადი მონაცემების დამუშავების პროცედურა და უსაფრთხოება დაცული იქნება კანონმდებლობის მიხედვით.
6.10. მსესხებელი უფლებამოსილია დააფიქსიროს პრეტენზია წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით, რომლის პასუხი გაიცემა დაფიქსირებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
6.11. მხარეთა შორის წარმოშობილი დავის მოლაპარაკების გზით მოუგვარებლობის შემთხვევაში, დავა უნდა გადაწყდეს სასამართლოში/აღსრულების ეროვნულ ბიუროში კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად. მსესხებელი ასევე უფლებამოსილია, მიმართოს მედიაციას იმ შემთხვევებში და იმგვარად, რომლებიც განსაზღვრულია კანონით.
6.12. მსესხებელისათვის ცნობილი გახდა და იგი თანახმაა, რომ:
6.12.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება გამსესხებლის აფილირებულ ან ჯგუფურ კომპანიების რაიმე სახის დამატებითი ნოვაციური ხელშეკრულების გარეშე მხარეთა შორის. აღნიშნულ შემთხვევაში, გამსესხებელი ვალდებულია, შეატყობინოს მსესხებელს მის ელ.ფოსტის მისამართზე ან პროფილის მეშვეობით აღნიშნული ფაქტის შესახებ.
6.12.2. კრედიტორი არ არის ბანკი, რომელიც აღიარებს ნაღდ ფულთან დაკავშირებულ რისკებს
6.13. იმ შემთხვევაში, თუკი წინამდებარე ხელშეკრულებისა და მისი დანართების რაიმე სახის ვადები და პირობები, რომლებიც განსაზღვრავს უფრო მკაცრ ვალდებულებებს მსესხებლისათვის, ვიდრე კანონმდებლობა, გამოცხადდება ბათილად, კანონის შესაბამისი რეგულაციები უნდა გავრცელდეს წინამდებარე ხელშეკრულებაზე და ხელშეკრულების და მისი დანართების სხვა პირობები და ვადები უცვლელი რჩება.
6.14. მხარეები უფლებამოსილნი არიან, დაეთანხმონ იმ კონკრეტულ პროცედურებს, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებასთან. ამ შემთხვევაში, აღნიშნული თანხმობა უნდა განხორციელდეს წერილობით და მას ხელი უნდა მოაწერონ მხარეებმა ფილიალის შემთხვევაში, ხოლო დისტანციური არხების შემთხვევაში, ტელეფონის მეშვეობით მითითებულ ნომერზე დადასტურებით ან პორტალზე პროფილის მეშვეობით.