ხელშეკრულების პირობები
ნაწილი II. ზოგადი დებულებები |
|
|||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||
2.ხელშეკრულების საგანი და სესხის უზრუნველყოფა | |||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||
2.3. გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხირივად მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის დადასტურების ან უარყოფის შესახებ, მის მიერ მსესხებლის კრედიტუნარიანობის (გადახდისუნარიანობის) შეფასების გათვალისწინებით, ან მესამე მხარის დახმარებით და/ან მსესხებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე დაყრდნობით და უფლებამოსილია, უარი თქვას განაცხადზე რაიმე განმარტების ან გამართლების გაცემის გარეშე. | |||||||||||||||||||||||||||||
2.4. გამსესხებელი ატყობინებს მსესხებელს მის მიერ განაცხადის დადასტურების ან უარყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, განაცხადის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. სესხის მოცულობის გაზრდაზე ან გახანგრძლივების პერიოდის მოთხოვნაზე მსესხებლის განაცხადის (მოთხოვნის) საფუძველზე მნიშვნელოვან პირობებში შესატანი შესაბამისი ცვლილებები/დამატებები ასევე ნებისმიერი ცვლილება/დამატება ზოგად დებულებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ეგზავნება მსესხებელს ელ-ფოსტის მისამართზე, რომელიც ძალაში შედის სესხის რეალური გაცემის თარიღიდან ან გახანგრძლივების პერიოდის დაწყების თარიღიდან. მსესხებელი აცნობიერებს, (i) რომ აღნიშნული დამატებები შეტანილია მის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე და აცხადებს თანხმობას მათ შესრულებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებაში, დამატებითი დებულებების შეტანის ან მსესხებლის მიერ რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ვალდებულების გარეშე. ასევე (ii) ყველა თანხა , რომელიც იქნა მიღებული მსესხებლის მიერ გამსესხებლისგან, მსესხებლის განაცხადზე დაყრდნობით, რომელიც არ იქნა დაუარებული გამსესხებლის მიერ, მსესხებლის წერილობითი შეტყობინებით გამსესხებლისადმი და გადახდის შემთხვევაში გამსესხებელს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ასეთი თანხების მიღების შემთხვევაში საჭიროებს მსესხებლის თანხმობას. | |||||||||||||||||||||||||||||
2.5. განაცხადის მიღებიდან, დაუყონებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში, გამსესხებელი, მსესხებლის მოთხოვნისამებრ, ვალდებულია, მსესხებელი უსასყიდლოდ უზრუნველყოს ქაღალდზე ან გამძლე ინფორმაციის გადამტანზე შემდეგი დოკუმენტაციით ან ინფორმაციით ელ-ფოსტის, პროფილის ან ფილიალის არხების დახმარებით: | |||||||||||||||||||||||||||||
2.5.1. წელიწადში ერთხელ ხელშკრულების მოქმედების განმავლობაში ან მისი ვადის გასვლის შემდეგ 2 წლის განმავლობაში გასცეს:
2.5.1.1. მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულებისა ან/და მისი დანართების, დამატებების ნაბეჭდი ასლი, ორივე მხარის მიერ ხელმოწერის დაფიქსირების შემდეგ. 2.5.1.2. ამონაწერი ანგარიშზე განხორციელებული გადახდების შესახებ, რომელიც მოიცავს სესხის ძირის ოდენობას, სესხის პროცენტს, სხვა საკომისიოებს და ხარჯებს ასეთის არსებობის შემთხვევაში და/ან ინფორმაციას საშეღავათო პერიოდის შესახებ და პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა მსესხებლის მიერ და სხვა მსგავსი ინფორმაცია, მიმდინარე ხელშეკრულების მიხედვით. |
|||||||||||||||||||||||||||||
2.5.2 თვეში ერთხელ და მაქსიმუმ უკანასკნელი 2 წლის პერიოდზე, გასცეს ინფორმაცია ანგარიშების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას გადახდის დღეების შესახებ და თანხების ანგარიშიდან განაღდების/გადარიცხვის და თანხის ანგარიშზე განთავსების/გადარიცხვის შესახებ, ბოლო პერიოდისათვის ან მსესხებლის მიერ განსაზღრული თარიღის მიხედვით. |
|||||||||||||||||||||||||||||
2.6. იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის მიერ მოთხოვნილია 2.5.2. ქვეპუნქტში აღნიშნული ინფორმაციის სპეციალურ ტიტულოვან ფურცელზე გაცემა გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს პრაისკურანტით დადგენილი გადასახადის გადახდა.
2.7. გამსესხებელი, მსესხებლის მიერ მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია, გასცეს თითოეული სესხი ნაღდი ანგარიშსწორებით ფილიალში ან მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვის გზით. სესხის გადარიცხვის შემთხვევაში, სესხი ჩაითვლება გაცემულად, გამსესხებლის მიერ საბანკო გადარიცხვის განხორციელების თარიღიდან. მსესხებლის ხელმოწერა მნიშვნელოვან პირობებზე და ნაღდი ფულის გასავლის ორდერზე ადასტურებს სესხის ნაღდი ფულის სახით გაცემას. |
|||||||||||||||||||||||||||||
2.8. თუ მსესხებელი არ აითვისებს საკრედიტო ხაზის ლიმიტს მიმდინარე თვის ბოლო კალენდარულ დღემდე, გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად გაანულოს საკრედიტო ხაზის ლიმიტის გამოუყენებელი ნაწილი. მსესხებლისათვის ახალი საკრედიტო ხაზის ლიმიტი, შეიძლება განსაზღვრულ იქნას, გამსესხებლის ერთპიროვნული შეხედულებისამებრ, მსესხებლის ახალი სასესხო განაცხადის საფუძველზე.
2.9. სესხი ან მისი ნაწილი ჩაითვლება გადახდილად მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი თანხა ჩაირიცხება გამსესხებლის ანგარიშზე ან ნაღდი ფულით გადახდისას გამსესხებლის მიერ ხელმოწერილი შემოსავლის ორდერის გაცემისას. |
|||||||||||||||||||||||||||||
3. სახელშეკრულებო ანაზღაურება | |||||||||||||||||||||||||||||
3.1. სესხის პროცენტი | |||||||||||||||||||||||||||||
3.1.1 საკრედიტო ხაზის ლიმიტის თანახმად სესხის (სესხების) სახით გაცემული თანხის გამოყენების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, გადაიხადოს წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია მნიშნელოვან პირობებში. პროცენტის გადახდა უნდა განხორციელდეს გადახდის საბოლოო თარიღისათვის. მნიშვნელოვან პირობებში მითითებული პროცენტი გაანგარიშდება ყოველდღიური კალკულაციით ხელშეკრულების შექმნის ან შესაბამისი განაცხადის გამსესხებლის მიერ მიღებისას.
3.1.2 პროცენტი გამოითვლება სესხის მსესხებლის მიერ გამოყენებული სრული პერიოდის გათვალისწინებით, სესხის აღების დღიდან და მსესხებლის მიერ სესხის სრული დაფარვის დღეს გადახდისას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანაზღაურებებისა და მოსაკრებლებთან ერთად.. |
|||||||||||||||||||||||||||||
3.2. პირგასამტეხლო
3.2.1 იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელი დაარღვევს გადახდის ვადას, იგი ვალდებულია, გადაიხადოს ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც გამოითვლება პროცენტულად, რაც განსაზღვრულია მნიშნელოვან პირობებში და რომელიც ვრცელდება სესხის გადაუხდელ ნაწილზე, დაიანგარიშება პირველი დღიდან გადაუხდელი თანხის საბოლოო დაფარვის თარიღამდე, სესხის სრულად დაფარვამდე, წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. |
|||||||||||||||||||||||||||||
3.3. მსესხებელი ვალდებულია, გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შემდეგი მოსაკრებლები და ხარჯები:
3.3.1 ფულადი უზრუნველყოფის საფასური, რომელიც ექვემდებარება გადახდას ნაღდი ანგარიშსწორებით სესხის უზრუნველსაყოფად. მისი ოდენობა მოცემულია მნიშვნელოვან პირობებში. გადახდა ხორციელდება მითითებული ოდენობით სესხის უზრუნველყოფამდე ან მის სრულ დაფარვამდე პროპორციულად, შესაბამისი სესხის მიხედვით. 3.3.2 გახანგრძლივების/გადავადების საკომისიო ექვემდებარება გადახდას იმ შემთხვევაში, თუ კი მსესხებელი მოითხოვს და გამსესხებლისგან მიიღებს გადახდის ან/და სრულად დაფარვის ვადის გახანგრძლივების პერიოდს. გახანგრძლივების საკომისიო გამოითვლება პროცენტულად მნიშვნელოვან პირობებში განსაზღვრული ოდენობით, გადავადების ვადის მიხედვით და გადახდილ უნდა იქნას გახანგრძლივების მოთხოვნისთანავე. გახანგრძლივების საკომისიო წარმოადგენს მსესხებლის დასტურს გადაავადოს სესხის გადახდის თარიღი ან სესხის სრულად გადახდის ვადა სხვა ფორმალობების უზრუნველყოფის გარეშე. გამსესხებელი უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს მსესხებლის მოთხოვნა და არ უზრუნველყოს მსესხებელი გახანგრძლივების პერიოდით და უკან დაუბრუნოს მსესხებელს გახანგრძლივებისათვის წინასწარ შეტანილი გახანგრძლივების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ გამსესხებელი გაუხანგრძლივებს მსესხებელს გადახდის ვადას მსესხებლის განაცხადის შესაბამისად, ამ შემთხვევაში გენერირდება ახალი გრაფიკი და იგზავნება მსესხებელის ელ-ფოსტაზე. მსესხებლის მიერ გადავადების საკომისიოს გადახდა ჩაითვლება მსესხებლის თანხმობად ახალ გადახდის გრაფიკზე.. 3.3.3. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შეთხვევაში, სავალდებულოა მსესხებლის მიერ წინსწრების საკომისიოს გადახდა, 4.4. ქვეპუნქტის მიხედვით, ასევე როგორც განსაზღვრულია მნიშნელოვან პირობებში და დამოკიდებულია გადახდის ვადამდე დარჩენილ პერიოდზე. 3.3.4. თუ მსესხებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდის ვადას გადააცილებს 10 (ათი) კალენდარული დღით, გამსესხებელს შეუძლია გაუგზავნოს მსესხებელს გაფრთხილების წერილი ან/და შესთავაზოს სესხის რესტრუქტურიზაცია გადაუხდელ ვალზე შესაბამისი რესტრუქტურიზაციისა და ამოღების ხარჯების დამატების გათვალისწინებით. |
|||||||||||||||||||||||||||||
3.4. პროცენტის, პირგასამტეხლოსა და/ან საკომისიოს მოსაკრებელი და ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ ოდენობას ასეთის არსებობის შემთხვევაში. | |||||||||||||||||||||||||||||
3.5. ხარჯები და გადასახდელები ექვემდებარება ექსკლუზიურ გადახდას მსესხებლის მიერ მისი სურვილისა და არჩევანისამებრ, რომელიც არ არის დაწესებული გამსესხებლის მიერ და განსაზღრულია როგორც ვალდებულება ხელშეკრულების დადებისთანავე. . | |||||||||||||||||||||||||||||
3.6. გამსესხებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს ხელშეკრულების პირობები მათ შორის საპროცენტო განაკვეთის, პირგასამტეხლოს და/ან მოსაკრებლებისა და ხარჯების ოდენობა 6.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით. თუ მსესხებლის მდგომარეობა ამ ცვლილებით არ უმჯობესდება, მსესხებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს აღნიშნული ცვლილებების თაობაზე შეტყობინების მიღება, ამ ცვლილებების ძალაში შესვლამდე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული ცვლილებები ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად და დადასტურებულად ნებისმიერი ახალი განაცხადის წარდგენის ყველა შემთხვევაში, ასევე 6.3 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით და არხებით მსესხებლისათვის ცვლილების გაგზავნისას თუ გაგზავნიდან 30 დღის განმავლობაში მსესხებელი წერილობით არ შეატყობინებს გამსესხებელს ცვლილებებზე უარის შესახებ. ხელშეკრულებაში შეტანილი ყველა ცვლილება განთავსდება პროფილზე. | |||||||||||||||||||||||||||||
3.7. გამსესხებელი არ არის უფლებამოსილი, შეიტანოს ცვლილება პროცენტის, პირგასამტეხლოს და/ან მოსაკრებლებისა და ხარჯების ოდენობაში, თუკი აღნიშნული ცვლილება ხორციელდება კანონმდებლობის თანახმად. ამ შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით.. | |||||||||||||||||||||||||||||
3.8. გამსესხებელი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ და/ან მარკეტინგის მიზნებისათვის: 3.8.1. არ დაიანგარიშოს, შეწყვიტოს ან შეაჩეროს პროცენტის, პირგასამტეხლოს, საკომისიოების ან სხვა ხარჯების დარიცხვა.. 3.8.2. შეამციროს ნებისმიერი ან ყველა სახელშეკრულებო ანაზღაურება.; |
|||||||||||||||||||||||||||||
4. სახელშეკრულებო გადახდები და ანგარიშგების პროცედურები | |||||||||||||||||||||||||||||
4.1.მსესხებელი ვალდებულია, განახორციელოს სახელშეკრულებო გადახდები გადახდის ბარათით ან:
4.1.1. ელექტრონული ანგარიშსწორებით ბარათის დეტალების გამსესხებელზე მიწოდებით, სატელეფონო კავშირის მეშვეობით ან ელექტრონული გადახდების მომსახურების მიმწოდებლის დახმარებით. მსესხებელი პირდაპირ და უპირობოდ ანიჭებს კრედიტორს უფლებას ისარგებლოს მისი დებიტორული ბარათით და: 4.1.1.1. მოახდინოს თანხის ჩამოჭრა ნებისმიერი ოდენობით სატელეფონო კავშირის დამყარებით; 4.1.1.2. მოახდინოს თანხის ჩამოჭრა გადაუხდელი თანხის ნებისმიერი ოდენობით; 4.1.2. საბანკო გადარიცხვით მსესხებლის ანგარიშიდან გამსესხებლის ანგარიშზე; 4.1.3. მსესხებლის ანგარიშიდან გამსესხებლის ანგარიშზე ავტომატური გადარიცხვის სისტემის (დაირექტ დებეტი) საშუალებით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კონტრაქტით გათვალისწინებული გადასახადები ვადაგადაცილებულია, გამსესხებლის მიერ მსესხებლის ბანკისთვის გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე. მსესხებელმა ცალსახად და უპირობოდ მიანიჭა გამსესხებელს გადახდის მოთხოვნის წარდგენის უფლება მსესხებლის ბანკში ნებისმიერი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს გადასახდელი ვადაგადაცილებული კონტრაქტით გათვალისწინებული გადასახადებისა. 4.1.4. გადახდის განხორციელება სხვა გზით, ნაღდი ფულის გადახდით ფილიალში. იმ შემთხვევაში თუ გადახდის დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს გადახდის დღე გადაიწევს მომდევნო პირველ სამუშაო დღეს. |
|||||||||||||||||||||||||||||
4.2. გადახდის ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, გადაუხადოს გამსესხებელს მხოლოდ გახანგრძლივების საკომისიო, ხოლო სახელშეკრულებო გადასახდელების გადახდა, მათ შორის პროცენტის გადახდა უნდა გადაიდოს (შეჩერდეს) და არ უნდა იქნას დაანგარიშებული გახანგრძლივებული პერიოდის განმავლობაში. ყველა გადასახდელი ხელშეკრულების თანახმად გადავადების შემთხვევაში უნდა იქნას გადახდილი სრულად გადავადების პერიოდის ბოლოს.
გაცემული სესხის დაფარვა გახანგრძლივებული პერიოდის განმავლობაში არ ჩაითვლება ვადაგადაცილებულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კი სესხი ვადაგადაცილებული იყო გახანგრძლივების საკომისიოს გადახდის მომენტისათვის.. |
|||||||||||||||||||||||||||||
4.3. მსესხებელი უფლებამოსილია, დაფაროს (დააბრუნოს) სესხი ნაწილობრივ ან სრულად და განახორციელოს სხვა სახელშეკრულებო გადახდები ხელშეკრულების თანახმად ნებისმიერ დროს გადახდის ვადის ფარგლებში კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ გამსესხებლის თანხმობის მიღების შემდეგ. მსესხებელი არ არის უფლებამოსილი ვადაზე ადრე დაფაროს სესხი გამსესხებლის თანხმობის გარეშე, გარდა მნიშვნელოვან პირობებში პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა..
4.4. თუ მსესხებელი გამოიყენებს 4.3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, იმავე მუხლით გათვალისწინებული წესით, მაშინ მსესხებელი უფლებამოსილია სესხის გადახდის ვადაზე ადრე, სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადოს გაცემული სესხის თანხა და/ან სხვა სახელშეკრულებო გადასახდელები 4.3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით და:
|
|||||||||||||||||||||||||||||
4.5. მსესხებლის სახელით განხორციელებული ზედმეტად გადახდილი თანხის შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მსესხებელს იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი დააფიქსირებს წერილობით მოთხოვნას. | |||||||||||||||||||||||||||||
4.6. მსესხებლის სახელშეკრულებო გადასახდელების გადახდა ჩაითვლება განხორციელებულად მათი გამსესხებლის მიერ მიღებისთანავე. მსესხებლის მიერ განხორციელებული ის გადახდები, რომლებიც არ შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულებების დებულებებს, არ ჩაითვლება მიღებულად მათი იდენტიფიკაციის მომენტამდე. | |||||||||||||||||||||||||||||
4.7. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული განსაზღვრულია მსესხებლის მიერ გადახდის ორდერით ან დადგენილია კანონმდებლობის თანახმად, მსესხებლის მიერ განხორციელებული გადახდები უნდა იქნას დაფარული შემდეგი თანმიმდევრობით:
4.7.1. გახანგრძლივების საკომისიო; 4.7.2. ფულადი უზრუნველყოფის საფასური; 4.7.3. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო; 4.7.4. ერთჯერადი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის; 4.7.5. წინსწრებით დაფარვის საკომისიო; 4.7.6. პროცენტები; 4.7.7. სესხის ძირი თანხა. |
|||||||||||||||||||||||||||||
4.8. მხარეები, ეჭვების თავიდან ასაცილებლად, თანხმდებიან, რომ გადახდის ვადის დარღვევის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, გამსესხებელს დაუფაროს გაცემული სესხი და გადაიხადოს შესაბამისი სახელშეკრულებო გადასახდელები, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობის თანახმად. | |||||||||||||||||||||||||||||
4.9. მსესხებელს ეკისრება პირადი პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებული ქონებით გამსესხებლისათვის სახელშეკრულებო გადახდების დაფარვისათვის სრული ოდენობით წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად. | |||||||||||||||||||||||||||||
5. მხარეთა უფლება-მოვალეობები |
|||||||||||||||||||||||||||||
5.1. იმ შემთხვევაში, თუკი კანონით განსაზღვრულია მსესხებლის უფლებები ხელშეკრულებიდან გამოსვლის თაობაზე ხელშეკრულების დადებიდან შესაბამისი პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი სახის არგუმენტაციის გარეშე, მსესხებელი ვალდებულია, დაფაროს (დააბრუნოს) გამსესხებლის მიერ გაცემული სესხი და გადაიხადოს გაცემული სესხის პროცენტი, როგორც ეს განსაზღვრულია მნიშვნელოვან პირობებში, რომელიც გამოითვლება სესხის გაცემის თარიღიდან სესხის დაფარვის თარიღამდე სხვა სახელშეკრულებო ანაზღაურებასთან ერთად, არასაპატიო მიზეზით დაგვიანების გარეშე და მსგავსი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
წინამდებარე პარაგრაფში მოცემული უფლების რეალიზაციის მიზნით, მსესხებელი გამსესხებელს დაუყოვნებლივ წარუდგენს წერილობით შეტყობინებას ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის თაობაზე მსესხებლის სახელის, მეორე სახელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გვარისა და ხელშეკრულების ნომრის მითითებით. წინამდებარე ხელშეკრულება არ ჩაითვლება შეწყვეტილად თუ მსესხებლის ბრალეული ქმედებით განხორციელდა დადგენილი ვადის დარღვევა, კერძოდ თუ კანონით განსაზღვრულ პერიოდში არ განხორციელდა გამსესხებლის ინფორმირება ან/და მსგავის ცვლილების მიღებიდან 14 კალენდარულ დღეში არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი განცხადება. |
|||||||||||||||||||||||||||||
5.2 იმ შემთხვევაში თუ მსესხებელის მხრიდან დაფიქსირდა ვადაგადაცილება, გამსესხებელი უფლებამოსილია წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნული და სამომავლოდ შესაძლებელი გართულებების შესახებ მსესხებელს. მსესხებელი გამოხატავს ნებას ასევე, რომ მსგავსი ინფორმირების წერილი გაგზავნილ იქნას მის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან (თუ ასეთი აღნიშნულია მნიშვნელოვან პირობებში). მსესხებელი ადასტურებს რომ მის მიერ მითითებული საკონტაქტო პირი გამოხატავს თანხმობას მიიღოს ვადაგადაცილების შეტყობინება და გადახდის ვალდებულების შესახებ ინფორმაცია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხთან დაკავშირებით. | |||||||||||||||||||||||||||||
5.3. გამსესხებელი უფლებამოსილია, გავიდეს ხელშეკრულებიდან, ხოლო მსესხებელი ხუთი (5) სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია, დაუფაროს (დაუბრუნოს) გამსესხებელს გაცემული სესხი, სრული ოდენობით და დაფაროს ყველა სხვა შესაბამისი სახელშეკრულებო ანაზღაურება, თუკი:
5.3.1. მსესხებელი წარუდგენს გამსესხებელს მცდარ მონაცემებს, არასწორ, არასრულ, განუახლებელ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, ან გაყალბებულ დოკუმენტებს; ან არ წარუდგენს გამსესხებელს მის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას;
5.3.4. მსესხებელი დაარღვევს სხვა ნებისმიერ მნიშვნელოვან ვალდებულებას, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით და თუ კი აღნიშნული დარღვევა არ იქნება აღმოფხვრილი 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის წერილობითი შეტყობინებისწარდგენის შემდეგ;
5.3.8.შეწყვეტა განსაზღვრულია და მოთხოვნილია კანონმდებლობით. |
|||||||||||||||||||||||||||||
5.4. მსესხებელი თანახმაა, რომ:
5.4.3.გამსესხებელი და რწმუნებულები უფლებამოსილნი არიან, გასცენ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით მიღებული ინფორმაცია მესამე მხარისათვის, მათ შორის საზედამხედველო ინსტიტუტებისათვის და საკრედიტო ბიუროებისათვის წინამდებარე ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის თანხმად. |
|||||||||||||||||||||||||||||
5.5. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელების/მოთხოვნის გადაკისრება არ ამცირებს მსესხებლის გარანტიებს ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის თანახმად მსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე. | |||||||||||||||||||||||||||||
5.6. იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის მხრიდან დარღვეულ/ვადაგადაცილებულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პერიოდი, შესაძლებელია აღნიშნულმა ფაქტმა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს მსესხებლისათვის, ხოლო ამ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია:
5.6.8 გამსესხებელი ვალდებულია მსესხებელს მიაწოდოს ინფორმაცია სავალუტო რისკის შესახებ, როდესაც მსესხებლის შემოსავლები კრედიტის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაშია. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი თავის მხრივ ვალდებულია, გააფრთხილოს გამსესხებელი შემოსავლის განსხვავებულ ვალუტაში არსებობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი თავისუფლდება ზემოაღნიშნული ვალდებულებისგან. |
|||||||||||||||||||||||||||||
6. სხვა დებულებები |
|||||||||||||||||||||||||||||
6.1. მსესხებელი ვალდებულია, გამსესხებელს შეატყობინოს ხელშეკრულებაში მითითებული მსესხებლის შესახებ ინფორმაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, განსაკუთრებით კი პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტსა ან სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ხუთი (5) სამუშაო დღის განმავლობაში სატელეფონი ზარის, პორტალზე პროფილის მეშვეობით ან ფილიალში მისვლით. | |||||||||||||||||||||||||||||
6.2. გამსესხებელი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ და/ან კანონმდებლობის შესაბამისად, მოსთხოვოს ს მსესხებელს:
6.2.3. მსესხებლის კრედიტუნარიანობასთან (გადახდისუნარიანობასთან), მსესხებლის იდენტიფიკაციასა და/ან მსესხებლის ფულად სახსრებთან დაკავშირებული ინფორმაცია; გამსესხებელი, მსესხებლისგან მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიღების მომენტამდე, წინამდებარე პარაგრაფის თანახმად, უფლებამოსილია, თავი შეიკავოს სესხის გაცემის ან სესხის გადახდის ვადის გახანგრძლივებისაგან ნებისმიერი გამართლების ან განმარტებების გაცემის გარეშე. |
|||||||||||||||||||||||||||||
6.3. ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის კომუნიკაციის (წერილობითი შეტყობინებები, ხელშეკრულების ცვლილებები, შეხსენებები, წინადადებები, ბრძანებები, მოთხოვნები, დამტკიცებები, ავტორიზაცია, უარყოფა და ა.შ.) უნდა მოხდეს პირადად ფილიალში ან ტელეფონის ნომრებზე დარეკვით/sms, მსესხებლის ელექტრონული ფოსტით ან პროფილით პორტალზე. ზემოხსენებულ პირობებში გაკეთებული ნებისმიერი კომუნიკაცია სავალდებულოა მხარეებისათვის. მსესხებელი ვალდებულია გაააქტიუროს და შეამოწმოს თავისი პროფილი სულ ცოტა ორ კვირაში ერთხელ, ასევე შეამოწმოს პროფილი გამსესხებლის მიერ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე სატელეფონო ან ელ-ფოსტით შეტყობინების მიღების დღეს ან მომდევნო დღეს.. | |||||||||||||||||||||||||||||
6.4. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ და იმ შემთხვევაში, თუკი ხელმოწერა არ განხორციელდა წინასახელშეკრულებო პერიოდში, მსესხებელი უფლებამოსილია, შექმნას პორტალზე პროფილი პორტალის გამოყენების ვადებისა და პირობების თანახმად, რომლებიც ხელმისაწვდომია პორტალზე. მსესხებლის იდენტიფიკაცია და გამსესხებელთან კომუნიკაცია სავალდებულოა მხარეთათვის იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი პორტალზე პროფილის მეშვეობით დაადასტურებს პორტალის გამოყენების ვადებსა და პირობებს პროფილის აქტივაციის გზით პორტალზე (აქტივაციისთანავე), როგორც ეს განსაზღვრულია აღნიშნულ წესებში. პორტალის გამოყენების პირობები და ვადები თანდართულია ხელშეკრულებაზე დანართის N1 (შემდგომში, „პორტალის გამოყენების ვადები და პირობები“) სახით და ხელმისაწვდომია პორტალზე. პორტალის გამოყენების ვადები და პირობები მიიჩნევა წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელნაწილად. | |||||||||||||||||||||||||||||
6.5. გამსესხებელი უფლებამოსილია, შეაჩეროს ან შეწყვიტოს მსესხებლის იდენტიფიკაცია და/ან კომუნიკაცია მხარეთა შორის ტელეფონით მითითებულ ნომერზე დარეკვით ან პორტალზე პროფილის მეშვეობით პორტალის გამოყენების ვადებისა და პირობების თანახმად და მოითხოვოს კონკრეტული ქმედების განხორციელება ფილიალში. | |||||||||||||||||||||||||||||
6.6. მსესხებელი თანახმაა, მიიღოს ინფორმაცია:
6.6.1. რომელიც ექვემდებარება სავალდებულო წარდგენას, როგორც ეს განსაზღვრულია კანონმდებლობით, შეტყობინებით მსესხებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ფილიალში ან პორტალზე გამოქვეყნებით; 6.6.2. ხელშეკრულების ფარგლებში, ელ.ფოსტით მსესხებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე და/ან ტელეფონით (მითითებულ ნომერზე), როგორც ჩაწერილი ხმოვანი ან ტექსტური შეტყობინება, გარდა ამისა, ელ.ფოსტაზე გაგზავნილი წერილი ან ტექსტური შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად ელექტრონული კომუნიკაციის შეყვანის მომენტში მსესხებლის მიერ მითითებულ საერთაშორისო სისტემაში; 6.6.3. გამსესხებლის ან მესამე მხარეების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია გამსესხებელთან, მათ შორის კომერციული, სარეკლამო ან სხვა სახის საინფორმაციო შეტყობინება მსესხებლის ელ.ფოსტისა და ტელეფონის ნომრის გამოყენებით. |
|||||||||||||||||||||||||||||
6.7. მსესხებელი თანახმაა და ანიჭებს გამსესხებელს უფლებამოსილებას, რათა გამსესხებელმა ნებისმიერ დროს უზრუნველყოს მსესხებლის პირადი მონაცემების დამუშავება (სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/კ.: 204470740) და სხვა) (შეამოწმოს მსესხებლის პირადი მონაცემების ავთენტურობა სხვადასხვა საჯარო და/ან კერძო მონაცემთა ბაზებიდან, მოიძიოს მონაცემები, განახორციელოს მონაცემთა შედგენა/შეგროვება და გადაცემა მესამე მხარეთათვის და მესამე მხარეებისაგან, განახორციელოს ინფორმაციის საერთაშორისო გადაცემა და მონაცემთა შენახვა ხელშეკრულების სრულად შესრულების შემდეგაც (ასევე შესაბამის ფილიალში აწარმოოს ვიდეო, აუდიო და ფოტო ჩაწერა) შემდეგი მიზნებისათვის:
6.7.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება; 6.7.2. სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სავალდებულო ანგარიშების წარდგენა, ასევე შესაბამისი ინფორმაციის მიღება და წარდგენა სახელმწიფო და მუნიციპალურ უწყებებში და/ან საზედამხედველო ორგანოებში; 6.7.3. ინფორმაციის მიღება და წარდგენა საკრედიტო ბიუროებში უშუალოდ ან მესამე მხარის დახმარებით; 6.7.4. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელების/მოთხოვნების მესამე მხარეზე დაკისრება; 6.7.5. მსესხებლის გადახდისუნარიანობის (კრედიტუნარიანობის) და იმ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების შეფასება, რომლებიც გავლენას ახდენს ხელშეკრულების გაფორმებასა ან შესრულებაზე; 6.7.6. ინფორმაციის მიღება გამსესხებლის ან მესამე მხარის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია გამსესხებელთან, მათ შორის კომერციული ინფორმაცია და რეკლამები მარკეტინგისა და სარეკლამო მიზნებისათვის, სახელდობრ გამსესხებლისაგან და გამსესხებლის პარტნიორებისაგან მათი ორგანიზაციების პოპულარიზაციისათვის გამიზნული მასალა ტრადიციული საფოსტო მომსახურებით ან ელექტრონულად (მაგ. ტელეფონით, ტექსტური შეტყობინებით მითითებულ ნომერზე და/ან მსესხებლის ელ.ფოსტაზე ან პორტალზე პროფილის მეშვეობით). |
|||||||||||||||||||||||||||||
6.8. მსესხებელი ადასტურებს, რომ მას მიეწოდა ინფორმაცია მისი უფლებებისა და მათი გამოყენების გზების შესახებ, მიიღოს, ჩაერიოს და შეეწინააღმდეგოს მისი პირადი ინფორმაციის დამუშავებას, ასევე მის მიერ პასუხის გაუცემლობის შედეგების შესახებ, იქნება ეს სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი, იმ კითხვებზე, რომელთა საშუალებითაც მიიღება მისი პირადი ინფორმაცია. იმისათვის, რომ განახორციელოს აღნიშნული უფლებები, მსესხებლის შეუძლია წარადგინოს შუამდგომლობა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@lendo.ge. | |||||||||||||||||||||||||||||
6.9. გამსესხებელი იძლევა გარანტიას, რომ მსესხებლის პირადი მონაცემების დამუშავების პროცედურა და უსაფრთხოება დაცული იქნება კანონმდებლობის მიხედვით. | |||||||||||||||||||||||||||||
6.10. მსესხებელი უფლებამოსილია დააფიქსიროს პრეტენზია წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით, რომლის პასუხი გაიცემა დაფიქსირებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. | |||||||||||||||||||||||||||||
6.11. მხარეთა შორის წარმოშობილი დავის მოლაპარაკების გზით მოუგვარებლობის შემთხვევაში, დავა უნდა გადაწყდეს სასამართლოში/აღსრულების ეროვნულ ბიუროში კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად. მსესხებელი ასევე უფლებამოსილია, გამოიყენოს შუამდგომლობა იმ შემთხვევებში და იმგვარად, რომლებიც განსაზღვრულია კანონით. | |||||||||||||||||||||||||||||
6.12. მსესხებელისათვის ცნობილი გახდა და იგი თანახმაა, რომ: 6.12.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება გამსესხებლის აფილირებულ ან ჯგუფურ კომპანიების რაიმე სახის დამატებითი ნოვაციური ხელშეკრულების გარეშე მხარეთა შორის. აღნიშნულ შემთხვევაში, გამსესხებელი ვალდებულია, შეატყობინოს მსესხებელს მის ელ.ფოსტის მისამართზე ან პროფილის მეშვეობით აღნიშნული ფაქტის შესახებ. 6.12.2. კრედიტორი არ არის ბანკი, რომელიც აღიარებს ნაღდ ფულთან დაკავშირებულ რისკებს |
|||||||||||||||||||||||||||||
6.13. იმ შემთხვევაში, თუკი წინამდებარე ხელშეკრულებისა და მისი დანართების რაიმე სახის ვადები და პირობები, რომლებიც განსაზღვრავს უფრო მკაცრ ვალდებულებებს მსესხებლისათვის, ვიდრე კანონმდებლობა, გამოცხადდება ბათილად, კანონის შესაბამისი რეგულაციები უნდა გავრცელდეს წინამდებარე ხელშეკრულებაზე და ხელშეკრულების და მისი დანართების სხვა პირობები და ვადები უცვლელი რჩება. | |||||||||||||||||||||||||||||
6.14. მხარეები უფლებამოსილნი არიან, დაეთანხმონ იმ კონკრეტულ პროცედურებს, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებასთან. ამ შემთხვევაში, აღნიშნული თანხმობა უნდა განხორციელდეს წერილობით და მას ხელი უნდა მოაწერონ მხარეებმა ფილიალის შემთხვევაში, ხოლო დისტანციური არხების შემთხვევაში, ტელეფონის მეშვეობით მითითებულ ნომერზე დადასტურებით ან პორტალზე პროფილის მეშვეობით. |